წესები & პირობები

ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას ჩვენ, შპს მაიმუნობები-სა (შემდგომში მოვიხსენიებთ როგორც “ჩვენ”, “ჩვენი”) და თქვენ, ვებგვერდის სტუმარს შორის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას.

ვებგვერდზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და ინსტრუქციებს. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული წესები და პირობები პერიოდულად შეიძლება განახლდეს. შესაბამისად, ყოველი სტუმრობისას ამ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით იმჟამინდელ ცვლილებებს.

რეგისტრაციის შემდგომ, გირჩევთ, პერიოდულად შეამოწმოთ წესები და პირობები. თუ არ ეთანხმებით რომელიმე ცვლილებას, შეწყვიტეთ ვებგვერდით სარგებლობა.

რეგისტრაცია

ვებგვერდის მეშვეობით ნივთების შესაძენად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია, რომლის დროსაც საჭიროა მიუთითოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენ შესახებ, კერძოდ: სახელი, გვარი და ელფოსტა.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ანგარიშის პაროლი უნდა იყოს უნიკალური და უსაფრთხოებისთვის არ გაუზიაროთ მესამე პირს.

ანგარიშსწორება

ანგარიშსწორება შესაძლებელია MasterCard ან Visa ბარათის გამოყენებით.

ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათის გამოყენებისას ადასტურებთ, რომ აღნიშნული ბარათი თქვენი საკუთრებაა ან მფლობელისაგან ბარათის გამოყენების უფლება გაქვთ.

პროდუქტების ფერები

პროდუქტების ფერები შესაძლოა რამდენადმე განსხვავდებოდეს სურათზე წარმოდგენილი ტონალობებისგან.

Cookies

Cookies-თან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით აქ: https://www.shopify.com/legal/cookies