
სად ცხოვრობენ ცხოველები?
by aba?
13.00 GELფერადი ილუსტრაციებით გაჯერებული „აბა“-ს ბარათების ნაკრები ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითია პატარებისათვის. მარტივი ნახატები დაეხმარება მათ მარტივად აითვისონ მათი ასაკისათვის აუცილებელი ინფორმაცია. ბარათები ეხმარება ბავშვებს მეტყველების განვითარებაში, ლექსიკის გამდიდრებაში. აბა-ს ბარათები ავითარებს ინტელექტს, ფონემატიკურ სმენას, მეხსიერებასა და ყურადღებას.
ნაკრებში „ვინ სად ცხოვრობს“:
ილუსტრაცია - ფერადი ფოტოილუსტრაცია
ბარათების რაოდენობა - 30 ცალი
მასალა - ლამინირებული ქაღალდი
ბარათის ზომა - 7X10 სმ
ყუთის ზომა - 8X11 სმ
რეკომენდირებული ასაკი: 3+
ინსტრუქცია:თუკი პატარამ ჯერ არ იცის ცხოველები და მათი სახელები,მაშინ დაალაგეთ ბარათები წყვილ-წყვილად. მაგალითად: ციყვი-ფუღურო, ჩიტი-ბუდე და ა.შ. დაუსახელეთ ბავშვს თითოეული წყვილი და შემდეგ მას სთხოვეთ გამეორება. მას შემდეგ, რაც ისწავლის თითოეულის დასახელებას, მას სთხოვეთ ბარათების დაწყვილება. თამაშის გართულება შეიძლება „მემო“-ს მსგავსი თამაშით. გადააბრუნეთ ბარათები ნახატებით მაგიდის ზედაპირისაკენ და სთხოვეთ იპოვოს წყვილები. ამ შემთხვევაში თამაში არა მხოლოდ შეასწავლის ბავშვს ახალ სიტყვებს და გაუღრმავებს ცოდნას, არამედ გაუვარჯიშებს მეხსიერებას და დაეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში.