ცხოველები და მათი შვილები

by aba?

Sold out
16.00 GEL

ფერადი ილუსტრაციებით გაჯერებული „აბა“-ს ბარათების ნაკრები ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითია ბავშვებისათვის. მარტივი ნახატები დაეხმარება პატარებს მარტივად აითვისონ მათი ასაკისათვის აუცილებელი ინფორმაცია. ბარათები ეხმარება ბავშვებს მეტყველების განვითარებაში, ლექსიკის გამდიდრებაში. აბა-ს ბარათები ავითარებს ინტელექტს, ფონემატიკურ სმენას, მეხსიერებასა და ყურადღებას.

ნაკრებში „ცხოველები და მათი შვილები“:

ილუსტრაცია - ფერადი ფოტოილუსტრაცია

ბარათების რაოდენობა - 50 ცალი

მასალა - ლამინირებული ქაღალდი
ბარათის ზომა - 7X10 სმ

ყუთის ზომა - 8X11 სმ

რეკომენდირებული ასაკი: 2+

ინსტრუქცია: დაულაგეთ ბავშვს წყვილ-წყვილად ბარათები, მაგალითად ძროხა-ხბო, ცხენი-კვიცი, ყვავი-ბახალა. წარმოთქვით და გაიმეორეთ რამდენიმეჯერ თითოეული წყვილის სახელები, შემდეგ მას სთხოვეთ დაასახელოს ამა თუ იმ ცხოველის სახელი (ძროხა) და შემდეგ მისი შვილის (ხბო) სახელი. ცხოველების შესწავლა უნდა მოხდეს თანდათან, ძალდატანების გარეშე. როდესაც ბავშვი ისწავლის ყველა ცხოველის ცნობას, გაართულეთ თამაში. დაულაგეთ, მაგალითად, ყველა „შვილის“ ბარათი, მიაწოდეთ რომელიმე ცხოველის ბარათი, მაგალითად - ლომი და სთხოვეთ იპოვოს მისი შვილი და დაასახელოს.  

4273111051,